პაატა მანჯგალაძე - უღირსი ფულის მონები ხართ, მალე დასრულდებით - ნიღბები ვერ დაგიცავთ!

სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს საკუთარ სარდაფებამდე რომ მისდევ, არბევ და უსწორდები, რისი ქართველი ხარ? - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სამართალდამცავებს.

მისი თქმით, ისინი „უღირსი ფულის მონები არიან“.

„სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს საკუთარ სარდაფებამდე რომ მისდევ, არბევ და უსწორდები, რისი ქართველი ხარ? ან რომელი სამართლის დამცველი ხარ? ან ვინც ამ მანიაკის დავალებებს ასრულებთ, რუსები ხართ აბა, ვინ ხართ?

დილით მისულები რას ეუბნებით თქვენს ოჯახებს? ვინ და რა დაიცავით? რომელი წესრიგი აღადგინეთ თქვენი შვილებისტოლა გოგო-ბიჭების გადათელვით? უღირსი ფულის მონები ხართ, მალე დასრულდებით. ნიღბები ვერ დაგიცავთ! “ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს