გაი ვერჰოფშტადტი - ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე - დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე. დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს“, - წერს გაი ვერჰოფშტადტი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება