მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ" გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდნენ. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი. ასევე, გაშალეს სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი - ევროპას“.

მშობლების აქციას ასევე შეუერთდა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ განზრახვაა, რომ საქართველო რუსეთს საჩუქრად მიართვას.

„დღეს აქ მოვედით მშობლები და ამ აქციით ვაჩვენებთ, რომ დღეს საქართველოში ადამიანები ერთადერთი რამისთვის იბრძვიან, რომ მათი შვილები ხვალ არ აღმოჩნდნენ რუსული, ოლიგარქიული რეჟიმის ტყვეები. ივანიშვილის განზრახვაა, რომ ეს ქვეყანა ბოლომდე ჩაიგდოს ხელში და საჩუქრად რუსეთს მიართვას. როცა ამას საქართველოს მოქალაქეები ხედავენ და მის განზრახვას უპირისპირდებიან, კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც არჩევნების გაყალბების ფორმით მოაწყო, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უპირისპირდება რეჟიმი მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას მშობლებსა და შვილებს, რუსული რეჟიმისგან.

ჩვენ შვილები იმიტომ არ გვყავს, რომ რუსულმა "ომონმა" ძვლებში დაამტვრიოს. ეს პროტესტი გაგრძელდება, ბავშვებით მოვედით და პოლიცია დაგვახვედრეს, იმდენად შეშინებულები და მხდალები არიან. ეს არის რუსეთი, როცა მოქალაქეებთან საუბრის არანაირი ლეგიტიმაცია ხელისუფლებას აღარ აქვს და ერთადერთ საკომუნიკაციო ფორმა ძალადობაა",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო