გივი მიქანაძე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე - რის შეჩერებაზეა საუბარი?! - რეალობაში ის ძირითადი მიზნები არ იქნა რეალიზებული, რაც ამ ურთიერთობებს მართლაც სტრატეგიულ ნიშაზე გადაიყვანდა

დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეჩერება დროებითია და აუცილებლად მოხდება არამხოლოდ ამ ურთიერთობების გადატვირთვა და აღდგენა, არამედ იმ პოზიტიურ დინამიკაში განვითარება, რომელიც იმ მნიშვნელოვანი მიზნების უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც ორმხრივი ურთიერთობებისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ასე ღირებული და მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ოპტიმიზმით უყურებს ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას.

„სამწუხაროა გადაწყვეტილების მიღება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და თქვათ, რომ რის შეჩერებაზეა საუბარი?! ჩვენ წლებია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ვაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც დღემდე არ განხორციელებულა ისევე, როგორც ვითხოვდით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემას და პირდაპირი ფრენების დანიშვნას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტ აქტუალიზაციას შესძენდა. ჩვენ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების შედეგად ეს მიმართულებები უკვე განხორციელებული გვაქვს, რაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის კომპონენტს რეალურად შინაარსს აძლევს. ამ შემთხვევაში ეს არის გაცხადებული სურვილები, რომელიც არის აღბეჭდილი იმ შეთანხმებაზე, რომელიც ხელმოწერილ იქნა წლების წინ, თუმცა რეალობაში ის ძირითადი მიზნები არ იქნა რეალიზებული, რაც ამ ურთიერთობებს მართლაც სტრატეგიულ ნიშაზე გადაიყვანდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს