გიორგი ვაშაძე - ერთად დავდგეთ ამ მოთხოვნის წინაშე, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები - ამასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები

სხვადასხვა თანამდებობის პირების მარიონეტული გადაადგილებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ერთად უნდა დადგნენ ახალი არჩევნების მოთხოვნის წინაშე.

ამასთან, ვაშაძის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები.

„ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ამ უმძიმეს ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და თვითმარქვია, თვითგამოცხადებულ “ქართულ ოცნებას”. მე მინდა პირადად ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებითა, სანამ აქვს შანსი, რომ ხალხის რისხვა თავს არ დაატყდეს არის, რომ: 1. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობით და სრულიად ახალი ადმინისტრაციით; 2. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი ორგანოების პირობებში. ანუ, სუს-მა და პოლიციამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები ამ ქვეყანაში. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება, ამ სიტუაციის დეესკალაცია მოახდინოს.

სხვადასხვა თანამდებობის პირების მარიონეტული გადაადგილებები, რაც გჩვევიათ - გვახსოვს კობახიძე როგორ მოხსენით ერთ წამში პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, შემდეგ უკან დააბრუნეთ და ახლა პრემიერად დაასვით ამ ქვეყანას, ან მაგალითად, ღარიბაშვილი ორჯერ მოხსენით და დააბრუნეთ, ასეთი გადაადგილებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოვუწოდებ საზოგადოებას, მკაფიოდ ერთად დავდგეთ ამ მოთხოვნის წინაშე, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები იმისთვის, რომ იმ სისტემის სრული დემონტაჟი მოხდეს, რომელიც მიერეკება საქართველოს რუსეთისკენ. ამასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები. ეს არის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც შსს-მ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია