ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გზა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა არასაკმარისია და ნატო-ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს კიევი ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძნელია ძალით დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

„ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ამის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დარწმუნებული იქნება, რომ საკმარისად ძლიერია და რუსეთი მის წინააღმდეგ ახალ აგრესიას ვეღარ განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს