გიორგი ვაშაძე - ეკონომიკურ კოლაფსზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს მარიონეტი ჭანჭიკები - რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ამას ძალიან მკაფიოდ ვხედავთ

ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა - ამას ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს საქართველო მას შემდეგ დაიბრუნებს, „რაც ამ თვითმარქვია რეჟიმს გავუშვებთ ხელისუფლებიდან“.

„თვითმარქვია რეჟიმი არის თვითონ დამნაშავე ყველაფერში, რაც ხდება. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას. რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა - ამას ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ. 2009 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა. დღეს ეს დოკუმენტი შეჩერებულია. ამ ყველაფერს დავიბრუნებთ, როგორც კი ამ თვითმარქვია რეჟიმს გავუშვებთ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამერიკის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს, რაც „თვითმარქვია რეჟიმის“ პირდაპირი დანაშაულია.

„ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს, თუ ეს თვითმარქვია რეჟიმი შენარჩუნდა ქვეყანაში. ამიტომ, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის მასობრივი გაფიცვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ თვითმარქვია რეჟიმის დემონტაჟი და ახალ არჩევნებზე გასვლა. ამერიკის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს, რაც პირდაპირი დანაშაულია თვითმარქვია რეჟიმის. ეკონომიკურ კოლაფსზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს მარიონეტი ჭანჭიკები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის