ნინო წილოსანი - საინტერესოა, ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ  არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია

საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს.

„ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ, ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს - ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს