ლევან იოსელიანი - ვითხოვ, ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მიიღონ, რომლითაც აღარ იქნება შესაძლებელი, ერთი პოლიციელის ჩვენებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს

ვითხოვდი და ახლაც ვაგრძელებ მოთხოვნას, ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მიიღონ, რომლითაც აღარ იქნება შესაძლებელი, ერთი პოლიციელის ჩვენებით მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ სასამართლო დაკავებულებს ადმინისტრაციულ სახდელს პოლიციელების ჩვენებების მიხედვით ადებს.

იოსელიანის თქმით, პრობლემა საბჭოთა კავშირის პერიოდის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსია".

„აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე, ეს არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად მოძველებულია, საბჭოთა კავშირის პერიოდის კოდექსი გვაქვს, რომელიც დაცვისთვის იმ საპროცესო გარანტიებს არ უზრუნველყოფს, რაც მიღებული და საერთაშორისოდ აღიარებულია. უკვე წლებია, მათ შორის, როცა პარლამენტში ვიყავი, ვითხოვდი და ახლაც ვაგრძელებ მოთხოვნას, ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მიიღონ, რომელიც ამის გარანტიებს დაცვის მხარისთვის გააჩენს და აღარ იქნება შესაძლებელი, ერთი პოლიციელის ჩვენებაზე მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება