ლევან ცუცქირიძე - როგორც ვიცი, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ირაკლი კობახიძეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე - უკანონო ხელისუფლების მითითებებს ნუ დაემორჩილებით

როგორც ვიცი, ჩუმად, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ირაკლი კობახიძეს, რომ ამ ხალხს [საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს] შეხვდეს და აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს უნდა, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კონტროლი აქვს და არავის არ აქვს საწინააღმდეგო აზრი.

„ახლა ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. აქ გარეგნულად მშვიდობაა, ევროკავშირის დროშაც კიდია, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსაც იღებს ახლა „ქართული ოცნება“. როგორც ვიცი, ჩუმად, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ირაკლი კობახიძეს, რომ ამ ხალხს [საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს] შეხვდეს და აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე. უნდა, რომ რაღაცნაირად შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კონტროლი აქვს და არავის არ აქვს საწინააღმდეგო აზრი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებები არ უნდა დაწერონ.

„მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, ვისაც სწორი ეროვნული პოზიცია უჭირავს და ემიჯნება „ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს - არ დაწეროთ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე!

თუკი ვინმე გაგათავისუფლებთ სამსახურიდან ამაზე საჯაროდ ისაუბრეთ, ჩვენ და დარწმუნებული ვარ, სხვა უფლებადამცველებიც, დაგეხმარებიან ამაში.

ჩვენ ყველამ ერთად - საჯარო სამსახურში, ოპოზიციაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებაში, უნივერსიტეტებში, თეატრებსა და სკოლებში ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული.

ეს არის თვითგამოცხადებული უკანონო ხელისუფლება და მათ მითითებებს ნუ დაემორჩილებით“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია