Touch Summit-ის ორგანიზატორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

მოგეხსენებათ 3 და 4 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit-ი იმართება.

“Touch Platform-ის არსებობის მთავარი მიზანი განათლება, გონების თვალსაწიერის გაფართოება და პროგრესულ სამყაროსთან მეტი ღირებული კავშირების შექმნაა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ყველა ღონისძიება.

აქედან გამომდინარე, Touch Summit 3 და 4 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში უცვლელად ჩატარტება. აჯენდაში შეგვაქვს ცვლილება - ორივე დღეს, Datafest-თან თანამშრომლობით, გვექნება საგანგებოდ დაორგანიზებულით ფაირსაიდ ჩატი მედიის თავისუფლებისა და “fakenews”-ის საკითხების განსახილველად.

დღის პროგრამის დასრულების შემდეგ, დელეგატებსა და სპიკერებს მოვუწოდებთ, ჩვენთან ერთად გადაინაცვლონ პარლამენტის წინ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალის დასაცავად. წელს ყველა After Party-ი შეიცვალა პროტესტით!

ცხადად გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

დღისით ვსწავლობთ, ღამით ვიბრძვით!

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება