მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში - ელოდეთ ინტენსიურ გაგრძელებას!

ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ქართველი პოლიტიკოსებისა და ძალოვნების დასანქცირებას.

მისი თქმით, დასანქცირებული პირები საქართველოში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ატარებენ.

„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში. ეს სამარცხვინო აქტია მისთვის, ეს პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება. ვინც ამ დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ საკონსტიტუციო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და ახლაც ჩვენი ახალგაზრდების დარბევით იღებს მონაწილეობას, ყველას პასუხი მოეთხოვება. ელოდეთ ინტენსიურ გაგრძელებას! თქვენ საქართველოს არ ემსახურებით, თქვენ საქართველოში რუსეთისა და პუტინის ინტერესებს ემსახურებით. თქვენი ე.წ. პრემიერ მინისტრი, არალეგალი, არის "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მეგობარი და მათ პანაშვიდებსა და დასაფლავებებზე დადის. ეს კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა, თქვენი ტრიუკები გასაგებია, ეს არ გაგივათ, ამას ქართველი ხალხი გპირდებათ! ევროპის კავშირი არის ადამიანის უფლებები, ევროკავშირი არის ადამიანი, როგორც გამორჩეული სუბიექტი, რომელზეც სახელმწიფოა აგებული და არა პირიქით. ესენი ვინც დასანქცირდნენ არიან კომუნისტური მენტალობის, ბოლშევიკური მენტალობის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება არ ესმით. ამ ჯგუფს სურს თავისუფალი საქართველო საბჭოთა კავშირში დააბრუნონ, სადაც ადამიანი არ ფასობს. ეს არ მოხდება და პროტესტები სრულ გამარჯვებამდე გაგრძელდება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი ; ვახტანგ გომელაური; შალვა ბედოიძე; იოსებ ჭელიძე; ალექსანდრე დარახველიძე; იოსებ ბუთხუზი; ზვიად ხარაზიშვილი; მილერი ლაგაზაური; მირზა კეზევაძე; ვაჟა სირაძე; თეიმურაზ კუპატაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს