ირაკლი კობახიძე - დიპლომატებმა მიიღეს მითითება და დავალება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს - ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი სიყალბეა

ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი მქონდა - დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს მითითება და დავალება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თუ არ გადადებულა, არამედ პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება.

„ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი არის სიყალბე. ამ სიყალბეს შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია. სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის ელჩიც შეუერთდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ. მისივე თქმით, 2028 წლის ბოლომდე ხელისუფლება უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს