საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნას ნაწილობრივ დათანხმდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნას ნაწილობრივ დათანხმდა.

ისინი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. კერძოდ, ტელევიზიის ხელმძღვანელობა მზადაა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დღესვე დაუთმოს ეთერი "მოამბის" ფორმატში.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ პირდაპირი ეთერი ხალხს დაეთმოს, არხი თანახმაა, მათ არსებულ ფორმატში დაეთმოთ ეთერი.

„რაც შეეხება ჩვენს მთავარ მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ისმოდეს ხალხის ხმა, ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ნაწილობრივი თანხობა. შემოთავაზება არის ის, რომ არსებულ ფორმატში მოხდეს, რომელიც უკვე გააჩნია ტელევიზიას. პრეზიდენტთან ინტერვიუსთან დაკავშირებით არის თანხმობა და აპარატიდან პასუხს ელოდებიან, რა ფორმატსაც პრეზიდენტი მოისურვებს“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, უშედეგოდ დასრულდა.

„ჩვენ ვერ დაველოდებით ესენი ტექნიკურად როდის გამართავენ ტელევიზიას, როგორც 2 დღის წინ იყო საშუალება, რომ შევეშვით, ახლაც შეგვიშვან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქ ყოფნას მთავარი მოთხოვნით-საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიხსნას ხალხისთვის",-განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება