ირაკლი კობახიძე - პროვოკაციები ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას

ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას" აქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ მოხდება ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირება.

„ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის წაკიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს და არის ასეთი მრავალი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მოთმინებით ვუპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე", - განაცხადა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო