პრემიერი - ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი.

„ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე, პედაგოგებზე და სკოლის მოსწავლეებზეც კი. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. და არის ე.წ. ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე, გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით, ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფულით, ეს არის ბიზნესის რეკეტითა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფულით. ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებენ ხელფასად და ახლა ცდილობენ, შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამარტო ხელფასად იღებენ, მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს, ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა შეჭრას, გუშინწინ, თუ არ ვცდები, შეიძლება გუშინაც იყო, თავად არის „ქოლცენტრის" მფლობელის მეუღლე. ამ კაცს აქვს „ქოლცენტრი“ ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, არ დავაკონკრეტებ, ასეთი ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ დავიცავთ ყველას ლიბერალური ფაშიზმისგან, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ყველას დავიცავთ ამგვარი ე.წ. ბულინგისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან, ამას გავაკეთებთ მთელი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს