ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა.

„რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, მაგრამ იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში და იმის წინა აქციების შემთხვევაში. რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც ძალიან მალე მოხდება, მაშინვე დაეტყობა ლარის კურსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა