უკრაინის საგარეო უწყება - გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გრძელდება, ამავე დროს კი მისი ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. ძალადობა უშედეგოდ არ დარჩება, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნებაზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას. მით უმეტეს, რომ პროტესტების მიზეზი არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.

გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გრძელდება, ამავე დროს კი მისი ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნებაზე. ერთ დროს ყბადაღებული უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინის ევროკავშირის გზიდან რუსეთის უღელში შემობრუნებას, ასევე ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ „აჩერებენ“ და არ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შემჭიდროებას.

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მითიური „უკრაინული სცენარით“ დაშინება „ბელარუსული სცენარის“ პრაქტიკაში განხორციელებისას.

უკრაინა იყო და რჩება საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნებისა და მისი შემდგომი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. ამ კონტექსტში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგებს-დიპლომატებს, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან გასვლის შესახებ.

ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ქართველი კოლეგების წინაშე მდგარი გამოწვევები, რადგან 2004 და 2014 წლებში, უკრაინის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, უკრაინის დიპლომატიური სამსახურმა მხარი დაუჭირა უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და აჩვენა პროფესიული და სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გასაღები და ჩვენ მივისწრაფვით ჩვენი ხალხებისთვის წარმატებული მომავლისკენ დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი სოლიდარობა ქართველ ხალხთან ურყევია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი