ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ლიდერი პასკალ ალიზარდი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ლიდერი პასკალ ალიზარდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.

„პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ.

სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით - კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები.

სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დეტალურად შეისწავლოთ ჩვენი წინასწარი ანგარიში პარლამენტში და მჭიდროდ ითანამშრომლოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურთან (ODIHR), როდესაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ხსენებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მტკიცე საფუძველს შექმნიან ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმების დასასახად. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

გამოვლენილი გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხების გადაჭრაში. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა, განავითარდეს ინსტიტუციები და შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

გთხოვთ მოგვმართოთ, როგორ კი მხარდაჭერა ან თანამშრომლობა დაგჭირდებათ ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველით გავხდეთ საქართველოს წინსვლის მოწმენი განგრძობადი დემოკრატიული მისწრაფებების კონსოლიდაციის პროცესში“, - ნათქვამია წერილში., რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება