გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, შეკრებილებმა ქალაქში მსვლელობა დაიწყეს.

,,ეს არის ხალხის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების სურვილი, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და რომელსაც კონკრეტულად ჰქვია ხელისუფლების მიმტაცებელი ჯგუფის მიერ საკუთარი ვიწრო ინტერესების გატარება და ამ ინტერესების გატარებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება.

ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, მივაღწევთ იმ მდგომარეობას, რასაც ჰქვია თავისუფალი ერის პოზიცია და თავისუფალი ერის ცხოვრება იმ სამყაროსთან ერთად, რომელ სამყაროშიც დაცულია დემოკრატიული ღირებულებები და დღესდღეობით, ეს გახლავთ დასავლური დემოკრატიის ქვეყნები", - განაცხადა ,,კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა მინდია გოდერძიშვილმა.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება