შსს - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები - მათი ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.

რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.

შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს