ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ

ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ კანადისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ და ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში მიჩვეული ვართ. ასევე, რასაც ახლა ქუჩებში ვხედავთ, დემონსტრანტებისა და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს არ არის ის რისი ნახვაც ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას გვსურს. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა არ გაჰყვეს ქართველი ხალხის ნებას და ევროკავშირს ზურგი აქციოს. ეს ასევე საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ასე რომ, უფრო ღრმა საკითხია“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ამასთან, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ იმ ადამიანების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა, „ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ევროკავშირის დონეზეც დააყენებს.

შეგახსენებთ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს