მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა, არ გვქონია არანაირი დროის შეზღუდვა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაეჟღერებინა შეკითხვები პრემიერ-მინისტრის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მას მუშაობის პროცესში

ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით თითოეულ თანამშრომელს შეხვდეს და სამუშაო პროცესში განიხილონ, როგორ უნდა იმუშაოს სამინისტრომ იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს საგარეო პრიორიტეტები.

„შეხვედრის ფორმატი გახლდათ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა. იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ კონკრეტულ დეპარტამენტებს სამინისტროში. ამის შემდგომ, მე უკვე მუშაობის პროცესში მექნება შესაძლებლობა თითოეულ თანამშრომელს შევხვდე სხვადასხვა მიმართულების მიხედვით და გვქონდეს უკვე სამუშაო პროცესში განხილვა, თუ როგორ მუშაობს სამინისტრო და როგორ უნდა იმუშაოს სამინისტრომ იმისათვის, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები და ქვეყანა იყოს სათანადოდ წარმოდგენილი საგარეო ასპარეზზე.

დღეს, შეიძლება ითქვას, ოფიციალური წარდგენა მოხდა მინისტრების სამინისტროების თანამშრომლებთან. თქვენ იცით, რომ მინისტრთა კაბინეტში ვართ სამი ახალი მინისტრი წარმოდგენილი და სამივე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა შესაბამის უწყებებში. საგარეო საქმეთა სამინისტროშიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მოხდა ჩემი მინისტრად წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, მინისტრის მოადგილეებთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდა მინისტრის წარდგენა სამინისტროში, გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა დისკუსიისთვის, თუკი რაიმე კითხვები არსებობს სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ყოფილიყო ეს კითხვები დასმული, გვქონოდა ღია დისკუსია", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ მიეცათ თავისუფლად პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება