მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე - ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური, რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია , - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მისიის დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ადევნებდა თვალს.

მისივე თქმით, წერილში ასახულია როგორც ძლიერი მხარეები, ისე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებიც.

„ამ წინასწარი შეფასებების საფუძველზე მომზადდება უფრო ღრმა ანალიზი, რომელსაც მოგვიანებით წარმოგვიდგენს ეუთო/ოდირი. სწორედ ამაზეა საუბარი, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, პარლამენტმა, შესაბამის საერთაშორისო უწყებებთან, ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ ის შენიშვნები თუ რეკომენდაციები და ის ძლიერი მხარეებიც, რაც იქნება ასახული ამ დასკვნებში, იყოს შემდგომი მუშაობისთვის გათვალისწინებული. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვეკიდებოდით ეუთო/ოდირის დასკვნებს, მათ რეკომენდაციებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა წინა არჩევნების შემდგომ ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზეც.

„თქვენ, ალბათ, გახსოვთ, წინა არჩევნების შემდგომაც, პარლამენტში იყო შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა იმ დროისათვის წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვნად აისახა ჩვენს კანონმდებლობაში და არაერთი კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველომ სწორედ ამ მუშაობისთვის. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს ეუთოსთან, შესაბამის ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ თუკი საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ რაიმე სახის რეკომენდაციებზე ნაბიჯების გადადგმა, ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება ფარულობისა და ე.წ. გაჟონვის საკითხს, მსგავსი რამ წერილში საერთოდ არ არის ნახსენები“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა “იმედის“ ეთერში, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს