ლაშა ჟვანია - დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით! - სანამ, მთელი ერი მოუსვლელში გადავვარდნილვართ, ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი

დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ - ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს.

ჟვანიას აზრით, “ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი, თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ“.

“კეთილგონიერების ნაკლებობის პირობებში, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი საზოგადოების შიგნით არსებული ნაპრალი ამოუვსებელ უფსკრულად არ ვაქციოთ.

ფაქტია, რომ დღეს, რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. მომავალი, რომლის სწორი და უალტერნატივო მიზანსწრაფვის შესუსტება ძლიერი ძალის დემონსტრირებით და სავალალოდ, გამოყენებით, ვერ მოხდება.

უკვე მერამდენედ გავდივართ უფსკრულსა და ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმით, სტაბილურად განვითარებას შორის გადებულ ძალიან სუსტ ბეწვის ხიდზე.

დიალოგს არასოდეს აქვს უკეთესი ალტერნატივა.

სანამ, მთელი ერი მოუსვლელში გადავვარდნილვართ, ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი. თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს სიცოცხლისუნარიანობას შევუნარჩუნებთ.

და თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი ევროპაა, რადგან ისაა ჩვენი წარსული, ისეთივე ზედმიწევნობით, როგორც ჩვენ ვართ მათი წარსულის ნაწილი.

ჩვენი ნაცადი პარტნიორების და მტკიცე მხარდამჭერების - ევროპის და აშშ-ს ლიდერობით, თავისუფალი სამყაროს წევრობაც უალტერნეტივოა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის და ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.

და ისევ! კეთილგონიერების ნაკლებობის და მძიმე რეალობის ვერ ან არაღქმის პირობებში, სანამ თავისუფლებისმოყვარე შვილის უბრალო სისხლს რუსთაველის რომელიმე ჩიხში დავღვრით, ჯერ კიდევ, თუნდაც პატარა, მაგრამ არის შანსი! რადგან

დღეს, რუსთაველზე ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ - ყველანი დავმარცხდებით!

დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… მაგრამ მოუსვლელში!

დღეს კეთილგონიერებას ჯერ კიდევ აქვს შანსი!“, - აცხადებს ლაშა ჟვანია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო