აზერბაიჯანელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა

2024 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ამასთან, გამოიხატა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.

მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება