გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი - მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს

მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ გზით წასვლა გადაწყვიტოს და ხალხს, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე ვხედავთ, ამ გზით სვლა სურთ. ასევე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ამასთან, გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ, ვოლფგანგ ბიუხნერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომელიც დემოკრატიის, აზრის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების ერთგულია და მთავრობისგან შესაბამისად მოქმედებას მოელის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება