საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტაშიც - მოქალაქეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და „ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება“ მოითხოვეს

სხვა ქალაქების მსგავსად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ახმეტაშიც.

მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მეოთხე დღეა მერიასთან იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

ამასთან, სიტყვით გამომსვლელებმა რამდენჯერმე გააჟღერეს, რომ ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება უპირველესი მოთხოვნაა.

პროტესტის მონაწილეებმა ახმეტის კულტურის შენობაზე ბანერები "დაიცავი სამშობლო" გააკრეს და პიროტექნიკა გაუშვეს.

"დღეს უფრო მეტნი ვართ, ვიდრე წინა დღეებში. კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ დავიცავთ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას არ დავუთმობთ არავის. მშვიდობიანად ვივლით ევროპულ გზაზე. ვგრძნობთ რამდენი ადამიანი იზიარებს ჩვენს პროტესტს.

სიმბოლურად გავუშვით ფოიერვერკი და კულტურის სახლის შენობაზე ბანერი გავაკარით: “დაიცავი სამშობლო", თუმცა ჩამოხსნეს მალევე”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, აქციები ყოველდღე ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება