ვაჟა სირაძე სანქციებზე - რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? აქ არავითარი რუსეთი არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ

რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? სპეციალურად ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, - ასე პასუხობს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე მედიის მიერ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ კითხვას: „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსეთში იაროთ?“

ვაჟა სირაძის განცხადებით, „აქ არავითარი რუსეთი“ არ არის, არამედ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

„მინდა განვმარტო, რომ აქ არავითარი რუსეთი და არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. აქ არიან ადამიანები, აქ არის სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს