დავით მათიკაშვილი ილონ მასკზე - “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?!  - აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

“რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! - აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ილონ მასკის მოსაზრებას, აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმების საკითხზე.

მათიკაშვილის განცხადებით, გამოდის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად წარდგენილი მასკი "რუსი" და "კრემლისტია", სხვა შემთხვევაში მას არასამთავრობოების დაფინანსების საკითხი არ დააინტერესებდა.

"ეს მასკი “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! აბა, თუ კრემლისტი არ არის და ამერიკამ არჩევნების მერე ნიჟნი ნოვგოროდში არ გაიღვიძა, რაში აინტერესებს ილონ მასკს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი??? მორჩა, ყველა კითხვაზე პასუხი “გაცემულია”!

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, რადიკალების და მათი უცხოელი პატრონების აბსურდს, ტყუილს და მზაკვრობას საზღვარი არ აქვს , სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი!" , - წერს დავით მათიკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს