ბოლო რამდენიმე საათია სპეცრაზმი რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას, მომიტინგეები კი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ - ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, დაკავებულია რამდენიმე პირი

უკვე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი რუსთველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას.

პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაა. სპეცრაზმი მათი მიმართულებით ისვრის ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას. ამასთან, საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებენ აქციის მონაწილეებს.

დემონსტრანტები ამ დროისთვის კვლავ რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფებიან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ნაგვის ურნებისა და სხვადასხვა კონსტრუქციებისგან აღმართული აქვთ ბარიკადები, რომლებსაც ცეცხლი უკიდია და იწვის. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება თაბუკაშვილის ქუჩაზეც.

სამართალდამცველებმა დღეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველად, დაახლოებით, 19:30 საათზე გამოიყენეს, მომიტინგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, უშუალოდ, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრზე. დაახლოებით, 22:00 საათიდან კი სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ის ტრიტორია, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად სრულად გაათავისუფლა, სპეცრაზმმა გაწმინდა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიც.

მოგვიანებით, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რომ დღეს მიტინგის მონაწილეთა ნაწილმა "თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია", შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, თავიდანვე დაეწყოთ დაშლის ღონისძიება და "გამოეყენებინათ პროპორციული ძალა".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის