ორგანიზატორებმა „Touch Summit 24“-ის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს

ორგანიზატორებმა „Touch Summit 24“-ის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ შესაძლებელია ბილეთის სრული ღირებულების უკან დაბრუნება ან მომავალი წელს გამოყენება.

„ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეგვენარჩუნებინა „Touch Summit 24“, რომელზეც უკვე მრავალი თვეა ვმუშაობთ, სამწუხაროდ გვიწევს ღონისძიების გაუქმება. მიზეზი არის მხუთავი გაზი, რომელიც დიდი ოდენობით შემოვიდა ამ ღამეს თეატრში, რაც სუნთქვას ართულებს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოებას წარმოადგენს. ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელი ხდება, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი გუნდის, დელეგატებისა და სპიკრების უსაფრთხოებაზე. გვიწევს ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილების მიღება.

ყველა დელეგატს შეგიძლიათ მოითხოვოთ ბილეთის სრული ღირებულების უკან დაბრუნება, ან სურვილის შემთხვევაში შეინარჩუნოთ იგი და Touch Summit25-ის ბილეთი ავტომატურად აისახება თქვენს პროფილში.

გაუქმებისთვის მოგვწერეთ მეილზე: info@touch.ge“, - წერია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!