აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. იარაღის დეტალური სია პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, Stinger-ის რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს (c-UAS), 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, უპილოტო საჰაერო სისტემებს (UAS), Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, აღჭურვილობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, სათადარიგო ნაწილებს, დამხმარე აღჭურვილობას, მომსახურებას, სწავლებასა და ტრანსპორტს.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის სასწრაფოდ საჭირო ბრძოლის ველის საჭიროებები და დაიცვას რუსული აგრესიისგან“, - აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს