ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი, მირიან ყარაულაშვილი ავრცელებს.

“ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც. ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი. იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა,” - წერს მირიან ყარაულაშვილი.

ცნობისთვის, ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ მას დამ, ლიკა პირველმა ღვიძლი გადაუნერგა, თუმცა თავად თრომბი განუვითარდა და გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს