თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა

თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა. მოსწავლეები ფაქტის დასადასტურებლად სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ წარწერით: „174-ე საჯარო სკოლა გაიფიცა, შემოგვიერთდით!“

მანამდე კი, 174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნაა საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდეს.

„3 დეკემბრიდან 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და პროტესტის გამოსახატად დავდგებით სკოლის წინ დილის რვა საათზე რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

ჩვენი მოთხოვნაა საქართველო დაუბრუნდეს, ევროპულ კურსს! ჩვენი მოთხოვნაა ეროვნულ საგამოცდო პროგრამაში დაბრუნდეს ანტი-რუსული ნაწარმოებები და წლები. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მშვიდობიან აქტივისტებზე უმოწყალო ძალადობა. ჩვენი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეები! სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს რუსეთზე, ეს გვინახავს წარსულში და ვნახავთ ახლაც!

რა თქმა უნდა, მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სასწავლო პროცესზე დასწრება, არ შეექმნებათ პრობლემა, ჩვენ არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით! ხოლო ვისაც სურს გაპროტესტება იმ უმსგავსობის, რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება, ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს“,- აღნიშნულია 174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის