ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ

ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან. გაფიცულები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტებით „არა რუსეთს“, „ევროპული განათლება რუსული ჩრდილის გარეშე“ მივიდნენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი უნდათ და გმობენ ყოველგვარ ძალადობას.

„აქ მოზარდები ვდგავართ იმისთვის, რომ არ გვინდა რუსული მომავალი და გვინდა ევროპა. მე პირადად იმის გამოც ვდგავარ, რომ ვაპროტესტებ ძალადობას, ყოვლად მიუღებელია რაც თბილისში ხდება, ჩვენს თანატოლებს არბევენ და მათზე ძალადობენ იმის გამო, რომ თავიანთ აზრს გამოხატავენ“, - განაცხადა აქციის მონაწილე მართა ზარგინავამ.

გაფიცულმა მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს