ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული

რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ - ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო და ამათ არაო, „ღირსებით“, გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული.

„გუშინ გაზი რომ დაგვიშინეს, შუაგულში ვიდექი მეგობართან ერთად. პირველად უფრო იოლად გადავიტანე და მეორე დარტყმა მართლა საშინელება იყო. ახლაც ცუდად ვხდები რომ მახსენდება, ყველაფერი გეწვის და სხეულს ვერ აკონტროლებ, თვალში ვეღარ იყურები წვისგან, ვარაუდით მიდიხარ, საშინელი სპაზმი გეწყება და ფიქრობ, რომ არასოდეს გაივლის. მეგობარმა მიშველა, გამოვაღწიე.

ამ უბედურებაში რომ ხარ, ირგვლივ ყველა გეხვევა, თავადაც ცუდადაა, მაგრამ შენ გეხმარება, ზოგს ფიზიოლოგიური მოაქვს, ზოგი ხელსახოცს მოარბენინებს, ზოგი უბრალოდ მორბის და სანამ არ დარწმუნდება, რომ კარგად ხარ, ფეხს არ იცვლის.

და მაინც გავიხსენოთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ - ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო და ამათ არაო, „ღირსებით“, გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო!

ომი აქვთ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ“, - წერს ნაცვლიშვილი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია