საია - 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - დევნიდნენ დემონსტრანტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და ისროდნენ გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.

მათივე ცნობით, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

„შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.

აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო.

პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ინტერვიუში (22:13) განაცხადა შემდეგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება […]".

შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას და შესაბამისად, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, („ტვ პირველის“ ეთერი, 02:19), რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან ისროდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ პრაქტიკას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია