„საქსტატი“ - ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით გაიზარდა, ასევე, გაზრდილია ფასები  შაქარზე, სხვა ტკბილეულზე, ზეთსა და თევზეულზე

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2.6%-ით მოიმატა თევზეულის ფასმაც, ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1%-ით გაძვირდა.

„საქსტატის ინფორმაციით“ ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%).

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს