თბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს - ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს ისევ არ ესწრებიან

თბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს ისევ არ ესწრებიან.

მოსწავლეები სკოლასთან შემდეგი სახის ტრანსპარანტები მიიტანეს: „ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი”, „გამოდი! აჯანყდი!”, „გაიფიცეთ ევროპული მომავლისთვის!”, „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!”

გარდა ამისა, მოსწავლეებს თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც.

სკოლის მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს.

„პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა სკოლებს, უნივერსიტეტებს და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გაიფიცნენ. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვინც ღამით ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვის. ჩვენ გულით გვინდა, რომ მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში ვიცხოვროთ.

ძალიან გული მწყდება, რომ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციაა და გულწრფელად მინდა, რომ ეს ყოველივე დროულად დამთავრდეს და ჩემი თანატოლები და უფროსი თაობა ამ მდგომარეობაში არ იყვნენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ეს ყოველივე შეწყდეს, რათა მე და ჩემმა თანატოლებმა დროულად შევძლოთ ევროპულ საზოგადოებაში ცხოვრება“, - აღნიშნა 161-ე სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.

თავის მხრივ, 161-ე სკოლის დირექტორის, თორნიკე გვენეტაძის განცხადებით, აქციაში მოსწავლეთა ნაწილი მონაწილეობს, ხოლო ნაწილი საგაკვეთილო პროცესს ესწრება.

„გუშინაც სკოლის მოსწავლეებმა მსგავსი აქცია გამართეს. აღნიშნულ აქციაში მოსწავლეების ნაწილი მონაწილეობს. მე როგორც სკოლის დირექტორი ვაცხადებ, რომ სკოლა რჩება იმ პოზიციაზე, რომ სკოლა არ გაიფიცება.

აქციის გამართვა მათი უფლებაა. მინდა აღვნიშნო, რომ აქცია მშობლებთან შეთანხმებით იმართება. ჩვენ მშობლები დაგვიკავშირდა, არ დავუშვებთ, რომ მშობლების თანხმობის გარეშე მსგავსი რაიმე მოხდეს“, - განაცხადა თორნიკე გვენეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს