ადვოკატი - აქციაზე დაკავებული ამბობს, რომ ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში, მერე უფროსი მოვიდა: „ბოს, მოდი ერთხელაც დამარტყმევინეო“ და ერთხელაც დამარტყაო - ეს დაკავების უკანონობა არაა, არაადამიანური, არაკაცური, არაქართულია

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები ზაჰეჰის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

როგორც უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, მან 3 დაკავებული მოინახულა, რომელთაგანაც 2 სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

„როცა დააკავეს, ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში ჯერ ერთი ჯგუფი, მერე მეორე ჯგუფი გაუსწორდა ფიზიკურად, აგინებდნენ. როგორ შეჩერდნენ-მეთქი - ვკითხე, ალბათ, დაიღალნენო, მერე უფროსი მოვიდა, დროზე წამოდითო, „ბოს, მოდი ერთხელაც დამარტყმევინეო“, ერთხელაც დამარტყა და ამის შემდეგ წავიდნენო. ასეთი მოქცევა მხოლოდ დაკავების უკანონობა არაა, არაადამიანური, არაკაცური, არაქართულია, ეს არ შერჩებათ. სამიდან ორს დაზიანება აქვს“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 34 პირი დააკავეს.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს