მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შშმ პირები, ფსიქოლოგები, სპეციალისტები, მშობლები და მხარდაჭერები.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის”; “შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს”.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფსიქოლოგმა დარინა დუმბაძემ განაცხადა, ყველაზე მეტად შშმ პირებს სჭირდებათ ევროპული საქართველო და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მათი უფლებები იქნება აღიარებული.

“დღეს არის შშმ პირების საერთაშორისო დღე. საქართველოში ევროპის და ამერიკის მხარდაჭერით მოხდა სწორედ მათ უფლებებზე ზრუნვა, ინკლუზიური განათლების შემოღება, სერვისების შექმნა და ა.შ ამიტომ, ყველაზე მეტად ამ მოწყვლად ჯგუფს სჭირდება ევროპული საქართველო და ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც იქნება ევროპული ხარისხისები, მათი უფლებები აღიარებული და ა.შ”, - აღნიშნა დარინა დუმბაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება