ირაკლი კობახიძე - 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, „ნაცმაედნის“ ორგანიზების 4 მცდელობა

2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, „ნაცმაედნის“ ორგანიზების 4 მცდელობა - რევოლუციის მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში „რევოლუციის მოწყობის ბევრი რესურსი განიავდა“.

„ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება. 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, 4 წელი გავიდა და ამ ოთხი წლის განმავლობაში ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, „ნაცმაედნის“ ორგანიზების 4 მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ ოთხი მცდელობის მაგივრად რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დრო და დრო, ამ ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ამ აქციებზე ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი... გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოებში ეწერა. რევოლუციის მოწყობის მეოთხე მცდელობა, მეოთხე ტალღა, „ნაცმაედნის“ მოწყობის მცდელობა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს