საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია - „გზა-მდე და შემდეგ“ გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა პარასპორტსმენმა ფარიკაობაში, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელმა, 2017 წელს ნიდერლანდებსა და პოლონეთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანმა, 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის მონაწილემ და 4 წლის მანძილზე 9 ოქროს მედლის მფლობელმა ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია - „გზა - მდე და მერე“, გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ირმა ხეცურიანის საჯარო ლექცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით ჩატარდა, ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ განაცხადა, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანის ცხოვრების გზა თანატოლებისა და მომავალი თაობებისთვის არის დაუღალავი შრომის, შეუდრეკელობისა და წარმატების მაგალითი.

„სიმბოლურია ირმა ხეცურიანის საჯარო ლექციის თემა, მისი ცხოვრების გზა წარმატებამდე და შემდეგ. ეს არის სიმამაცის, შრომისმოყვარეობის, დასახული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის და სიხარულის გზა, თვალნათელი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა შევქმნათ მომავალი. თავისი ცხოვრებითა და მოპოვებული წარმატებებით ის სააუკეთესო მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის - თუ როგორ არ უნდა შეუშინდე ცხოვრებისეულ სირთულეებს, თუნდაც ტრაგიკულს და უნდა იბრძოლო, რათა გახდე არა განსაცდელებისგან ძლეული, არამედ მათი მძლეველი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი გაბისონიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის