ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროტესტი, რაც ამ განცხადების გაჟღერებას მოჰყვა, ისედაც დაგეგმილი იყო და ამ განცხადების თქმის მიუხედავად აუცილებლად შედგებოდა.

„ამ განცხადების ტექსტის შედგენაში მთელი პოლიტსაბჭო მუშაობდა... რატომ არ შეწყდა პროტესტი არჩევნების შემდეგ? ეს ხომ ისედაც დაგეგმილი იყო. დღეს არ მოხდებოდა, მოხდებოდა 20 დეკემბერს. აუცილებლად მოხდებოდა. ეს იყო დაორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი, რაც ვიცოდით. რეალურად წინასწარ მოუწიათ იმის გასროლა, რაც უნდა გაესროლათ 20 დღით გვიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე მმართველი პარტია უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია