მოლდოვას პრემიერი - მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას

მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას.

„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, - წერს დორინ რეჩანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს