ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათი მომავალი ევროპაშია და არასოდეს შეეგუებიან საბჭოთა კავშირში ცხოვრებას. დღევანდელ აქციას შშმ პირებიც შეუერთდნენ.

„ვგმობთ ძალადობას, რუსულ რეჟიმს! ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება და არა საბჭოთა კავშირში. ისეთ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ჩვენი უფლებები და ღირებულებები. დღეს აქცია რომ დავგეგმეთ ლანჩხუთიდან მოსწავლეები გამოგვეხმაურნენ. ისინიც 17:00 საათზე გამართავენ აქციას. მთავარია, მთელი გურია ავჯანყდით. არ შევეგუებით ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც მოქალაქეებზე ძალადობენ, სადაც სრული რუსიფიკაციაა და ჩვენი მომავლის მოპარვას ცდილობენ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოზურგეთში, საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულად გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!