დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

პოლიციის სამმართველოსთან აქციის მონაწილეებმა შემდეგი სახის ტრანსპარანტები მიიტანეს: “წამება დანაშაულია, პროტესტი - არა!”, “ არ აწამო!”, “არ დაარტყა!” “თქვენი უდრეკობა გვაძლიერებს”.

მანიფესტანტებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაზიანებები მიაყენეს.

კავშირი „საფარის" ხელმძღვანელის, უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, ის ადამიანები, ვინც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ახალისებენ და უკვეთენ, რომ სასტიკად გაუსწორდნენ აქციის უდანაშაულო და მშვიდობიან მონაწილეებს, ყველა პასუხისგებაში მიეცემა.

„დაპატიმრებულმა პოლიტპატიმრებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს და გვჯერა, რომ არცერთი დღე ისინი არ იმსახურებენ იზოლატორში, პატიმრობაში ყოფნას. ისინი, ყველანი პოლიტპატიმრები არიან. ისინი არიან პატრიოტები და იბრძვიან სამშობლოს გადასარჩენად. ისინი ჩემს თვალში გმირები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქ მოვედით, რადგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ საშინლად ეპყრობიან დაკავებულებს. ჩვენ ვხედავთ, როგორც აკავებენ და სცემენ ადამიანებს, მაგრამ ვერ ვხედავთ როგორ ექცევიან მათ მანქანებში, იზოლატორებში. ამის მიუხედავად, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ეს თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა და წამება. ყველა მათგანი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს”, - განაცხადა პატარაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს