ადვოკატის განმარტებით, დოდი ხარხელის სახლში სამართალდამცავები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ

ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარეს ორი ადამიანის პირადი ჩხრეკა, ამოიღეს ტექნიკა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და ლეპტოპი - ეს ჩხრეკა უკანონო იყო, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა და გაუგებარია, რატომ მოიქცნენ სამართალდამცველები ასე.

ადვოკატის განმარტებით, დოდი ხარხელის სახლში სამართალდამცავები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

„გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ამ საქმეზე. 157-ე პრიმა მუხლია. ახალი გამოძიება არ არის და ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარეს ორი ადამიანის პირადი ჩხრეკა. ამოიღეს ტექნიკა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და ლეპტოპი.

რამდენიმე თვის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ჩხრეკა ჩაატარეს გადაუდებელი აუცილებლობით. სასამართლოდან განჩინებაც კი არ ჰქონდათ. ფორმალური მიზეზი მოიყვანეს, რომ შემდეგში არ განადგურდეს მტკიცებულებები, თუმცა გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გადაუდებელი აუცილებლობის ჩატარების რეალური საფუძველი ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ოქმზე ხელიც არ მოვაწერეთ. პირადი ჩხრეკის საფუძველი ასე გადაუდებლად არ არსებობდა. განჩინება სასამართლოდან რომ ჰქონოდათ და რაიმე დაესაბუთებინათ, ჩვენი მხრიდანაც დამოკიდებულება სხვანაირი იქნებოდა.

როგორც თვითონ მითხრეს და დოდიმაც, პირადი ჩხრეკისთვის მოხდა ეს ოპერაციაც ბაღთან. რატომ მოხდა ბაღთან და სად ეჩქარებოდათ გაუგებარია. ბაღთან შეაჩერეს, დააკავეს თუ რაღაც და მოხდა მისი პირადი ჩხრეკა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს