აქტივისტი დოდი ხარხელი - წაიღეს გადავარდნილი, დავიწყებული „ფლეშკა“, მობილურები, მათ შორის ძველი, ლეპტოპები, ჩემიც, ჩემი მეუღლისაც და ბავშვისაც - ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა დააშინონ

წაიღეს, ყველაფერი: სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული „ფლეშკა“, მობილურები, მათ შორის ძველი, სამუშაო ლეპტოპები, ჩემიც, ჩემი მეუღლისაც და ბავშვისაც - საინტერესო ისაა, რომ როგორც ვიცით, ეს გადაუდებელ და აუცილებელ ჩხრეკად კვალიფიცირდა,- ამის შესახებ აქტივისტმა, დოდი ხარხელმა მის სახლში საპოლიციო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხარხელმა განმარტა, მისთვის თავიდან სამართალდამცავებს მიზეზები არ განუმარტიათ.

„ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთადერთ რამესთანაა კავშირში. ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაში მიდის. ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც ქვეყანა იღებს.

ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა დააშინონ.

ბავშვი რომ დავტოვე ბაღში, გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი. ტელეფონი წამართვეს და ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს.

რაც შეეხება რა წაიღეს, ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული „ფლეშკა“, მობილურები, მათ შორის ძველი, სამუშაო ლეპტოპები, ჩემიც, ჩემი მეუღლისაც და ბავშვისაც.

მიზეზები თავიდანვე არ განმიმარტეს. საინტერესო ისაა, რომ როგორც ვიცით, ეს გადაუდებელ და აუცილებელ ჩხრეკად კვალიფიცირდა. ეს მაშინ, როდესაც გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მეტიც, მე მოწმედ დაბარებული ვიყავი და ჩვენებაც მიცემული მაქვს მაგისტრატ მოსამართლესთან“,- განაცხადა დოდი ხარხელმა.

ცნობისთვის, აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში საპოლიციო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან კონკრეტული ნივთები წაიღეს.

ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის განმარტებით კი, დოდი ხარხელის სახლში სამართალდამცავები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს